ვლადიმერ პუტინი რუსეთის მოქალაქეების დამშვიდებას ცდილობს. დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში რუსეთის პუტინი ღია სატელევიზიო ეთერში საუბრობდა საკუთარი პოლიტიკისა და უკრაინასთან ომში წარმატების შესახებ. მთავარი ყურადღება კრემლის ლიდერმა დასავლეთის კრიტიკას დაუთმო. პუტინი არწმუნებს რუსეთის მოსახლეობას, რომ ფაქტობრივად გაანადგურა უკრაინული და დასავლური სამხედრო ინფრასტრუქტურა, და რომ კიევში რეჟიმის შეცვლა კვლავ სასიცოცხლო ამოცანაა. განსაკუთრებულად კი რუსეთის პრეზიდენტმა უნგრეთის პრემიერი შეაქო, რომელიც აფერხებს უკრანის დასავლურ ინტეგრაციას, და ღიად კრემლის თამაშშია ჩართული - თუმცა პუტინი მას პროუნგრელ პოლიტიკოსს უწოდებს.
იხილეთ ასევე: