არაფერი ესაქმება საზეიმო სცენაზე | კობახიძე პრეზიდენტზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ დღევანდელი საზეიმო ღონისძიება იმ ხალხისაა, რომელიც კანდიდატის სტატუსის მისაღებად ყველაფერს აკეთებდა. 

მისი თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და "რადიკალურ ოპოზიციას" იქ "არაფერი ესაქმებათ."

"დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება იმ ხალხს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა კანდიდატის სტატუსის მისაღებად. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. მათ შორის, ერთ-ერთი ვინც იდგა ამ საბოტაჟის ავანგარდში იყო სწორედ სალომე ზურაბიშვილი. რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს არაფერი ესაქმებათ საზეიმო ღონისძიებაზე, როდესაც ისინი ყველაფერს აკეთებდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. მით უმეტეს, ასეთ ადამიანებს არაფერი ესაქმებათ საზეიმო სცენაზე...ეს არის იმ ხალხის საზეიმო ღონისძიება, რომელიც აკეთებდა ყველაფერს კანდიდატის სტატუსის მისაღებად და არ ახორციელებდა საბოტაჟს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ," - ამბობს კობახიძე. 

შეგახსენებთ, კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე, დღეს 17 საათზე პრემიერმა სახალხო ღონისძიება დააანონსა. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მზაობა გამოთქვა, "თუ ტრიბუნაზე მიმიწვევენ" სიტყვითაც გამოვიდეს.
ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი