დაპირისპირება რუსთავში - "ევროპული საქართველო" მერიის თანამშრომლებს ძალადობასა და შანტაჟში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

რუსთავის მერიის თანამშრომლებს, ბაჩო ხაჩიძესა და ვაჟა კვიჟინაძეს "ევროპულ საქართველოში"
ძალადობასა და შანტაჟში ადანაშაულებენ
.
ირმა ნადირაშვილის მტკიცებით, ქალაქის სპორტის აიპის წარმომადგენლებმა მათ აქტივისტებს საარჩევნო პლაკატების გაკვრის საშუალება არ მისცეს და დაემუქრნენ. "ქართული ოცნების" წევრები ბაჩო ხაჩიძე და ვაჟა კვიჟინაძე ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირები არიან.

"ევროპულ საქართველოში" ამტკიცებენ, რომ რუსთავის მერიის თანამშრომლები მათ აქტივისტებს სისტემატურად ავიწროებენ. ბოლო ინციდენტი კი ორი დღის წინ მოხდა. აქტივისტებს მძღოლი დაემუქრა, რომელიც მერიის საშვიანი ავტომობილით გადაადგილდებოდა.

ქალაქის აიპის ხელმძღვანელი თანამშრომლების ქმედებებზე პასუხისმგებლობას იხსნის და ამბობს, რომ მისი გასაკონტროლებელი არ არის, რას გააკეთებენ სამუშაო საათების შემდეგ ისინი. "მთავარ არხს" დღეს რუსთავის მერიც დაემალა. 

"ქართულ ოცნებაში" ადასტურებენ, რომ ხაჩიძეც და კვიჟინაძეც მათი პარტიის წევრები არიან. თუმცა ოპონენტების აქტივისტების დევნის ფაქტს უარყოფენ. თავად ინციდენტის მონაწილეები კი ამ დრომდე იმალებიან

ექნება თუ არა მომხდარ ფაქტზე რეაგირება ხელისუფლებას მაშინ, როცა თავად გამოდის წინასაარჩევნო ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე სასჯელის გამკაცრების ინიციატივით, უცნობია.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი