ხელისუფლების მიერ, ცოტა ხნის წინ ინიცირებული საარჩევნო ცვლილებები და ახლადშექმნილი ანტიკორუფციული ბიურო ვენეციის კომისიის კრიტიკის საგანი ხდება.
ვენეციის კომისია და ოდირის მიიჩნევს, რომ საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტზე - შემოთავაზებული პაკეტი არასაკმარისია კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად. ეს კი გადამწყვეტია ცესკოს დამოუკიდებლობისა და ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობისთვის - ნათქვამია დასკვნაში.
დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ ანტიკორუფიცული ბიუროს დამოუკიდებლობა კითხვებს აჩენს. დასკვნაში წერია, რომ მის ხელმძღვანელს ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერი, რაც პრობლემურია და მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლის მიზანი ამ ფორმით ვერ მიიღწევა.