საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეთავაზებაზე "გამარჯვების პლატფორმის" ლიდერებმა დამატებით კომენტარები გააკეთეს. მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციას "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, პოლიტიკური აქტიურობისა და ერთობის კომიტეტის შექმნა. შესთავაზა.
პარტიაში ამბობენ, რომ მოლაპარაკებები კონკრეტულ პირებთან დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა სახელები და გვარები არ დასახელებულა.
"ეს იყო ჩვენი საერთო ინიციატივა იმ კონკრეტული ადამიანებისთვის, ვისაც პოლიტიკური პარტიის წევრობა ან არ სურს, ან არ უნდა ხომ, ჩვენ მზად ვართ ასეთი მიმართულებითაც კონკრეტულ ადამიანებთან, საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებთან. ეს კომიტეტიც, რომელიც მე დარწმუნებული ვარ შეიქმნება, იმიტომ, რომ წარმოუდგენელია სხვანაირად, მაქსიმალური ჩართულობა არ იყოს რუსული ოცნების წინააღმდეგ ქართველი ხალხის გამარჯვების გზაზე", - თქვა ხაბეიშვილმა.
გიორგი ვაშაძის განცხადებით ეს ნიშნავს, რომ მეტი ადამიანი ჩაერთოს საქართველოს გამარჯვების პროცესში.
"რაც შეეხება კომიტეტს, ეს არის კოორდინირებული, რა თქმა უნდა, მე ვიცოდი ამის შესახებ, მისი ინიციატივის შესახებ, გვქონდა ამაზე საუბარი, ეს არის ინიციატივა, ვინც თავის თავს დაინახავს ამ ინიციატივაში, ყველა იქნება აბსოლუტურად მოსმენილი. ცალკეულ პირებზეა საუბარი, თუ კონკრეტული პარტიები ისურვებენ, რომ ამ ფორმატშიც ვითანამშრომლოთ, ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ", - ამბობს ვაშაძე.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან - "ზოგი მათგანი პოლიტიკაში არის, უმეტესი მათგანი არ არის პოლიტიკაში და აქამდე არ ყოფილა, მაგრამ მათი მთავარი მიზანი არის ქვეყნის გადარჩენა, მათი მთავარი მიზანი არის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი".
მიხეილ სააკაშვილმა ინიციატივია მოგვიანებით სოციალურ ქსელშიც განმარტა: