ეჭვი მაქვს შსს მისმენს, ნიკოლაძის დაკვეთითაა ეს საქმე გაყალბდეს - ზ.ხ-ს მამა

გამოქვეყნდა:

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის - ზ.ხ.-ს მამა ამბობს, რომ მას მირიან ნიკოლაძის დაკვეთით უსმენენ. თამაზ ხომასურიძის თქმით, ნიკოლაძეს საქმის გაყალბება სურს.

ეჭვი მქონდა დიდი ხანი, რომ სადღაც რაღაც უეჭველად იქნებოდა. ეჭვი მაქვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მისმენენ. ნიკოლაძის დაკვეთაა, რომ ეს გაყალბდეს თავიდან ბოლომდე, - ამბობს თამაზ ხომასურიძე

ხომასურიძე  თვენახევრის წინ მომხდარ ფაქტსაც იხსენებს, რა დროსაც ის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის, ჩიქოვანის სახლში იყო მისული. ზ.ხ-ს მამა ამბობს, რომ მაშინ მან და ჩიქოვანის დედამ მსგავსი ტიპის მიკროსქემა ხომასურიძის სახლშიც აღმოაჩინეს.

ჩიქოვანთან სახლში ჩემი ნივთმტკიცების ძებნის დროს აღმოვაჩინე 2 ცალი მსგავსი მოწყობილობა, რომელიც კონკრეტულ პიროვნებას ვაჩვენე და მან მითხრა, რომ ეს მოსასმენი აპარატურა იყო. ამის შემოტანა საქართველოში კანონით აკრძალული იყო, მითხრეს გადაყარე არ დაგიჭირონ მაგაზეო. მივიღე რჩევა და გადავყარე ყველაფერი მტკვარში, - თქვა ხომასურიძემ.

ცნობისთვის, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის - ზ.ხ.-ს სახლში სამართალდამცველები მივიდნენ. ექსპერტ-კლიმინალისტებმა ის მოწყობილობა დალუქეს და შესასწავლად წაიღეს, რომელზეც ზ.ხ-ს მამა ვარაუდობს, რომ მოსამენი აპარატურაა.

მანამდე კი ხომასურიძემ  განაცხადა, რომ საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინამისი თქმით, მოწყობილობა საძინებელ ოთახში იპოვა და ეჭვი აქვს, რომ ის პოლიციამ დადო.

შეგახსენებთ, რომ შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

რაც შეეხება დამძიმებულ ბრალს, 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.  ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის საქმეზე ჯამში 17 პირია დაკავებული.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი