"ისინი ვერაფერს მიაღწევენ... რევოლუცია არ ხდება" | ვუჩიჩი სერბეთში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციებზე

გამოქვეყნდა:

"ისინი ვერაფერს მიაღწევენ... რევოლუცია არ ხდება", - ასე მიმართ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა სერბეთის მოსახლეობას ანტისამთავრობო აქციებთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

"ისინი ვერაფერს მიაღწევენ ამით და მოდით ვეცადოთ, არ დავაზარალოთ არც ერთი შემთხვევითი დემონსტრანტი რბილად, მშვიდობიანი რეაგირებით", - განაცხადა ვუჩიჩმა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ დროისთვის, მას შემდეგ, რაც მომიტინგეებმა მერიის შენობაში შეჭრა სცადეს, სულ მცირე 35 ადამიანია დაკავებული. ისინი სკანდირებდნენ "ვუჩიჩი პუტინია". ოპოზიციონერი აქტივისტები ამბობენ, რომ პოლიციამ კვირას გადაჭარბებული ძალა გამოიყენა.

ბელგრადის ცენტრში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები არჩევნების შედეგებს მოჰყვა. დემონსტრანტები არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვენ, რომლის დროსაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ მრავალი დარღვევა გამოავლინა.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი