მიხეილ სააკაშვილი ბრუნდება, სალომე ზურაბიშვილი კი მის ვინაობას "ვერ იხსენებს"

გამოქვეყნდა:

დილის სეირნობიდან დაბრუნებულმა სალომე ზურაბიშვილმა ვერ გაიხსენა, ვინ არის მიხეილ სააკაშვილი. არადა, 2004 წელს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ისტორიულ სამშობლოში დააბრუნა და საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. 

პირველ მცდელობაზე სააკაშვილის უარყოფის შემდეგ, რამდენიმე წუთში, სალომე ზურაბიშვილი სახლიდან ისევ გამოვიდა. ამჯერად უკვე ჩანდა, რომ მიხეილ სააკაშვილი გაახსენდა, თუმცა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის განაცხადზე, რომ ის ქართულ პოლიტიკაში ბრუნდება, კომენტარის გაკეთება არ ისურვა. არ უთქვამს ისიც, მისცემს თუ არა მას საქართველოს მოქალაქეობას. 

მეხუთე პრეზიდენტი მესამის შეფასებისას დღეს განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენდა. სამაგიეროდ, რადიკალურები იყვნენ ივანიშვილის თანაგუდელები - ტრადიციულად იმუქრებოდნენ და ამბობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მართლმსაჯულება და ციხე ელოდება. 

ბიძინა ივანიშვილისა და მისი თანაგუნდელების მუქარის ტონი არ უკვირთ "ნაციონალურ მოძრაობაში".  პარტიაში ამბობენ, რომ ივანიშვილისთვის მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგე სწორედ მიხეილ სააკაშვილია და მის წინააღმდეგ ისტერიული განცხადებებიც მხოლოდ ამის დასტურია. 

ბიძინა ივანიშვილს რომ ყველაზე მეტად, 2020 წლის გადამწყვეტ არჩევნებზე, მიხეილ სააკაშვილის ეშინია ამაზე დღეს სხვა ოპოზიციონერი ლიდერებიც ალაპარაკდნენ. მათი თქმით, სწორედ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს შეუძლია ივანიშვილის ოლიგაქიული რეჟიმის დამარცხებაში გარდატეხის შეტანა. მიხეილ სააკაშვილის ყოფილი თანაგუნდელები კი ამბობდნენ, რომ მესამე პრეზიდენტის გარშემო შექმნილი ვითარება არანორმალურია და ეს პროცესი ივანიშვილის ხელისუფლებიდან გაშვების შემდეგ დასრულედბა. 

ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებაზე ოფიციალური განაცხადი მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 27 აგვისტოს
გააკეთა. დაშვებული შეცდომებისთვის კი საჯარო ბოდიში მოიხადა. "ნაციონალურ მოძრაობაში" აანონსებენ, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია 2020 წლის არჩევნებისთვის ახალ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პლატფორმას  უახლოეს დღეებში წარადგენს. არც იმას მალავენ, რომ პრემიერობის კანდიდატი, სავარაუდოდ, სწორედ მიხეილ სააკაშვილი იქნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი