"სატესტო რეჟიმში იყო აღმართული" | მერია ვარკეთილში დაზიანებულ, 317 ათას ლარიან დროშაზე

გამოქვეყნდა:

თბილისი მერია ვარკეთილში დაზიანებულ დროშასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ დროშა სატესტო რეჟიმში იყო აღმართული.

ასევე, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა იგეგმება და დროშა სწორედ სკვერის მოწყობის სამუშაოების დასრულების შემდეგ აღიმართება. 

"გაცნობებთ, რომ სამგორის რაიონში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე, სამგორის რაიონის გამგეობამ კეთილმოაწყო ტერიტორია, სადაც სატესტო რეჟიმში აღმართული იყო საქართველოს დროშა. მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე იწყება რეკრეაციული სივრცის მოწყობა, რომლის სამუშაობიც, სავარაუდო, თებერვლის თვის ბოლოს დასრულდება. სწორედ სკვერის მოწყობის სამუშაოების დასრულების შემდეგ, იგეგმება დროშის აღმართვა", - წერს მერია.

შეგახსენებთ, რომ ქარმა ვარკეთილში დააზიანა დროშა, რომელშიც მერიამ 317 ათასი ლარი გადაიხადა - დროშა თავდაპირველად დაზიანდა და დაიხა, რის შემდეგაც ის სადგამიდან საერთოდ ჩამოსხნეს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი