გამიხარდებოდა ელჩების კონფერენციაზე პრეზიდენტი რომ მენახა | საფრანგეთში საქართველოს ელჩი

გამოქვეყნდა:

საქართველოს ელჩი საფრანგეთში, გოჩა ჯავახიშვილი ამბობს, რომ გაუხარდებოდა პრეზიდენტის ნახვა თბილისში მიმდინარე ელჩების კონფერენციაზე. ადმინისტრაციამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილს მიწვევა არ მიუღია.

"მე მიმაჩნია, რომ ეს შედეგი [სტატუსი] არის ყველა შედეგი, როგორც მოვისმინე, პრემიერმაც ყველას გადაუხადა მადლობა, მეც მიმაჩნია, რომ ყველას ეკუთვნის მადლობა, ვინც გუშინ, დღეს, ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩვენი წინაპრების მიერ დაწყებული მიზანი მისულიყო ბოლომდე. [უნდა მოეწვიათ თუ არა?] იცით, მე გამიხარდებოდა რომ მენახა [პრეზიდენტი] რა თქმა უნდა, მაგრამ ამაზე მე ვერ გეტყვით, ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი", - თქვა ელჩმა.

გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ლევან იზორიამ კი თქვა, რომ იზიარებს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მინისტრის შეფასებას. მან აღარ უპასუხა კითხვებს პრეზიდენტის როლთან დაკავშირებით.

 იხილეთ:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი