"დამდეგი წელი რთული იქნება. მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, ველით დეზინფორმაციის და ყალბი ნარატივების ფართომასშტაბიან კამპანიებს, პროვოკაციებს, არეულობას და არასტაბილურობას. არასწორი აღქმების შექმნის მცდელობებს. ამ პროცესში მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო პარტნიორებთან დროული და სათანადო კომუნიკაცია, ასევე მათთან მჭიდრო კავშირების განვითარება....ამიტომ, საერთაშორისო პარტნიორებსა და უცხოელ საზოგადოებასთან სამუშაოდ მეტ აქტიურობას გთხოვთ და მეტ ძალისხმევას, როგორც ტრადიციული დიპლომატიური მეთოდებით, ასევე სოციალური მედიის საშუალებით. ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიის მხილება, თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა"
განცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თბილისში მიმდინარე ელჩების კონფერენციაზე.