"არ ვენდობით სამხარაულის ეროვნულ ბიუროს, გაიგზავნოს ყველა მტკიცებულება FBI-ში" | 12 წლის ანას დედა

გამოქვეყნდა:

დიღომში საეჭვო ვითარებაში დაღუპული 12 წლის ანა იანუშაიტიტეს დედა, ნატო ხუტაშვილი აცხადებს, რომ ოჯახი სამხარაულის ეროვნულ ბიუროს არ ენდობა და ყველა მტკიცებულების შემოწმებას FBI-ის მიერ ითხოვს. 

ანას ოჯახისა და ადვოკატების თქმით, კომპლექსური ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს და საქმეში საერთაშორისო და დამოუკიდებელი ექსპერტები უნდა ჩაერთონ.

"ფოტორობოტი საგამოძიებო უწყებაში არის შედგენილი, თვითმხილველებზე დაყრდნობით. ვინც მიამსგავსებს ვინ იქნება ამ ფოტორობოტთან მიმსგავსებული პირი, შემოწმდება. ანონიმურობა სრულად დაცული იქნებ. უდანაშაულო პირს, რა თქმა უნდა, ხელს არავინ არ ახლებს. დაკარგულია თმა, რომელიც მოჩანს სურათში და, აქედან გამომდინარე, არ ვენდობით ჩვენ [ოჯახი] საქართველოს ეროვნულ ბიუროს, სამხარაულს, ამიტომ ვითხოვთ, რომ აუცილებლად გაიგზავნოს ყველა მტკიცებულება FBI-ში," - ამბობს ნატო ხუტაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ანა იანუშაიტიტე 16 მარტს ღამით დიდ დიღომში გაუჩინარდა. მანამდე 12 წლის გოგონა მისი სახლის მიმდებარედ სეირნობდა, შემთხვევამდე  ის არაერთმა მეზობელმა ნახა.  მთელი ღამის ძებნის შემდეგ, 17 მარტს დაახლოებით 2 საათზე  გოგონა დაღუპული იპოვეს.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 12 წლის ანას სხეულზე 39 დაზიანება აქვს, აღენიშნება სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები.

სავარაუდო დამნაშავის ამოსაცნობად შეიქმნა ფოტო რობოტიც, რომელიც გოგოს დედამ გუშინ, 26 დეკემბერს, სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი