ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა დაითხოვა, ე.წ. პრემიერი გადადგა

გამოქვეყნდა:

დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა მთავრობა დაითხოვა. ამის შესახებ ინფორმაცა ეხო კავკაზიამ გაავრცელა. მათი ინფორმაციით, გადაწყვეტილება პარლამენტში საგანგებო შეხვედრაზე მიიღეს.

მოგვიანებით, ადგილობრივმა სახელისუფლებო მედიამ გაავრცლეა ინფორმაცია, რომ პრემიერმინისტრმა, ერიკ პუხაევმა თანამდებობა დატოვა. მან ხალხს პრესსამსახურის საშუალებით მიმართა და აღნიშნა, რომ საკუთარ გადაწყვეტილებას "სწორ ნაბიჯად" მიიჩნევს.

დღეს მე მოედანზე ვიყავი. ხალხს ვუსმენდი, ზოგი სკანდირებდა მთავრობის გადადგომას. მე ვიღებ ამ გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, რომ ეს სწორი იქნება, - თქვა მთავრობის პრესსამსახურმა.

ეს ყველაფერი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც დაახლოებით 400 ადამიანი ოკუპირებულ ცხინვალში ცენტრალურ მოედანზე გამოვიდა და საპროტესტო აქცია გამართა. მოსახლეობა მთავრობის გადადგომას მოითხოვდა. 

საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ 28 წლის ინალ ჯაბიევი წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაიცვალა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის სამართალდამცავებს, სავარაუდოდ, ცემის დროს შემოაკვდათ. ჯიბაევი გასულ კვირას დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ე.წ. მინისტრი თანამდებობიდან მოხსნეს და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი