აჭარის მთავრობის ყოფილ მეთაურ ლევან ვარშალომიძეს სარფის საბაჟოსთან თანაგუნდელები და მხარდამჭერები ელოდებიან.
თანაგუნდელების თქმით, ვარშალომიძეს უდიდესი წვლილი მიუძღვის აჭარის განვითარებაში. ისინი მის არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავენ.
მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან მაღალი თანამდებობა ეკავა უკრაინაში, ის აქტიურად იყო ჩართული ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში და არავის ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ გადამწყვეტ დროს, როცა "რუსული ოცნების" დამარცხება ყველაზე რეალურია, ლევან ვარშალომიძე იქნებოდა ბრძოლის წინა ხაზზე, - ამბობს ვარშალომიძის თანაგუნდელი.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა საქართველოში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია დღეს, 30 აგვისტოს გაავრცელა.
ლევან ვარშალომიძე აჭარის ავტონომიური მთავრობის ხელმძღვანელი 2004-2012 წლებში იყო. 21 მაისს იგი უკრაინის საინვესტიციო ოფისის თავმჯდომარედ დაინიშნა.
ავტორი: თეა ვაშალომიძე