"პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით-თარხან მოურავი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვებს ავრცელებენ და ამბობენ, რომ სამების ტაძარს სტალინის გამოსახულებიანი ხატი მათ შესწირეს.
"დღეს ძალიან აგორდა თემა, რატომღაც, წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით, რომელიც დაბრძანებულია სამების ტაძარში. ჩვენ შევწირეთ სამების ტაძარს ეს ხატი. საოცარ კომენტარებს ვკითხულობ. ადამიანებს, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, რომ არიან განათლებულები, დასწავლულები, რელიგიური თვალსაზრისით უზომოდ განვითარებულები, ფლობენ ინფორმაციას, აი, სწორედ ამ ადამიანებს მინდა პირველ რიგში გამოვეხმაურო. სრული გაუნათლებლობის და სიბნელის ზეიმია რასაც ახლა მე თვალს ვადევნებ და ვეცნობი მათ კომენტარებს", - ამბობს ინაშვილი ვიდეომიმართვაში.
ასევე ნახეთ: