ენმ-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბათუმში ლევან ვარშალომიძე იქნება

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუმში, ლევან ვარშალომიძე იქნება. რეგიონის მთავრობის ყოფილი მეთაური სამშობლოში ერთადერთი მისიით დაბრუნდა - ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" დასამარცხებლად.

თუმცა, წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვამდე მას სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევს. იზოლაციაში წასვლმდე კი "მთავარს" ვრცელი ინტერვიუ მისცა და ის მიზეზები განმარტა, რის გამოც უკრაინაში წარმატებულ კარიერაზე უარი თქვა და ბათუმში დაბრუნდა. 

დღეს, როგორც არასდროს, ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია საქართველოსთვის. ყველა ადამიანი, ვისაც უყვარს თავისი ქვეყანა და სამშობლო, უნდა დაბრუნდეს და ყველამ უნდა დავამარცხოთ ე.წ. "რუსული ოცნება". მე ყველას ვპირდები, რომ ორ თვეში ყველაფერი ძალიან მარტივად დასრულდება და თავს მოხვეული "რუსულ ოცნება" უნდა მოშორდეს საქართველოს ერთხელ და სამუდამოდ. საქართველოს სჭირდება განვითარება და წინსვლა. ვპირდები ხალხს, რომ ამას გავაკეთებ, - განმარტა საქართველოში დაბრუნებულმა ვარშალომიძემ.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა საქართველოში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია დღეს, 30 აგვისტოს გაავრცელა. ლევან ვარშალომიძე აჭარის ავტონომიური მთავრობის ხელმძღვანელი 2004-2012 წლებში იყო. 21 მაისს იგი უკრაინის საინვესტიციო ოფისის თავმჯდომარედ დაინიშნა. 

ცნობისთვის, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ბათუმში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის კენჭს იყრიან: 

  • რესან კონცელიძე - "ქართული ოცნება";
  • იაგო ხვიჩია - "გირჩი";
  • ირაკლი კუპრაძე - "ლელო საქართველოსთვის".
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი