გიგა ბოკერიამ ფოთში საარჩევნო შტაბი - "ევროპული სახლი" გახსნა

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგა ბოკერიამ ფოთში საკუთარი საარჩევნო შტაბი "ევროპული სახლი" გახსნა. 

ამბობს, რომ სახელწოდება "ევროპული სახლი" პარტიის სახელს და მის პოლიტიკურ გუნდს არ უკავშირდება და "ევროპული სახლი გახსნა იმ ქალაქში, რომელიც იყო მაგალითი და სიმბოლო, როგორ აშენებდა ევროპულ მომავალს ქართული საზოგადოება და ის საბჭოთა ოკუპაციამ ჩაახშო".

მისივე თქმით, "ამ სახლის დიასახლისი იქნება დედაჩემი, ნანა ლექსანდრია, რომელიც მე ჩავითრიე კამპანიაში. საარჩევნო კამპანიის წარმოების გამოცდილება მას არ აქვს, მაგრამ სახლის, მასპინძლობისა და დიასახლისობის გამოცდილება აქვს დიდი". 

"ევროპულმა საქართველომ" გიგა ბოკერია ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატად 3 აგვისტოს წარადგინა

შეგახსენებთ, რომ დღეის მოცემულობით ფოთში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის კენჭს იყრიან: 

  • გიგა ბოკერია - "ევროპული საქართველო";
  • ირაკლი ხახუბია - "ქართული ოცნება";
  • გიორგი/გია ბარამია - "ლელო საქართველოსთვის";
  • ბორის ყურუა - "გირჩი".
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი