წინასაარჩევნო ზეწოლა -"ოცნება" ამომრჩეველს ემუქრება

გამოქვეყნდა:

ზეწოლა და მუქარა ამომრჩეველზე - რამაზ კენჭოშვილი "მთავართან" ამბობს, რომ მას "ქართული ოცნების" კოორდინატორი დაუკავშირდა და დაემუქრა.

თქვენ ხომ იცით თქვენი შვილები სად მუშაობენ, ჩვენ უნდა მოგვცეთ ხმაო. ჩემი შვილები მუშაობენ მანგანეზში, - ყვება კენჭოშვილი.

თავდაპირველად, ჭიათურის მკვიდრმა კენჭოშვილმა  სოციალურ ქსელში  სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც მუქარის ფაქტზე საუბრობდა. 

ვიღაც ნარგიზა მირეკავს, ხმა მიეცი ოცნებას თუ არა ხომ იცი სად მუშაობენ შენი ცოლ-შვილიო. მეორე მოსახლეობას ეუბნება, ბანკები სესხებს გაგინახევრებენო, მირჩიეთ რა ვქნა, - წერს რამაზ კენჭოშვილი. 

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღს სალომე ზურაბიშვილი დღეს ოფიციალურად დაასახელებს. არჩევნების თარიღის ოფიციალურად დასახელების შემდეგ გახსნილად გამოცხადდება წინასაარჩევნო კამპანიაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი