NDI-ს და IRI-ს დამკვირვებლები არჩევნებზე არ ჩამოვლენ

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, NDI-ს და IRI-ს დამკვირვებლები არჩევნებზე არ ჩამოვლენ. კობახიძე ამბობს, რომ ანალოგიუირი გადაწყვეტილება საერთაშორისო ორგანზაციებმა სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც მიიღეს. 

ამჟამინდელი გადაწყვეტილება არის ის, რომ წესით NDI-დან და IRI-დან არ ჩამოვლენ დამკვირვებლები არჩევნებზე. ანალოგიური გადაწყვეტილებები მიიღეს მათ სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც. მაგალითად, უკრაინაში ტარდებოდა მუნიციპალური არჩევნები და იქაც გაუქმდა დაგეგმილი ვიზიტი. ეს არის ჩემი ინფორმაცია, რაც მაქვს - ამბობს კობახიძე.

მისივე თქმით, იმ დამკვირვებლებისთვის, რომლებიც არჩევნებისთვის ქვეყანაში ჩამოვლენ,PCR ტესტირებას გაივლიან

დადგენილია სპეციალური პროტოკოლი, გათვალისწინებულია მხოლოდ PCR ტესტირება დამკვირვებლებისთვის. ასევე ხელისუფლების მხრიდან შეთავაზებული იქნება ლოჯისტიკური განსხვავებული პირობებიც. მაგალითად, შეიძლება დაორგანიზდეს სპეციალური ფრენებიც კი იმისათვის, რომ დამკვირვებლებს გაუადვილდეთ საქართველოში ჩამოსვლა" ამბობს კობახიძე.

"ქართული ოცნების" ერთ ერთი ლიდერი უარყოფს, რომ NDI-ს და IRI-ს არჩამოსვლის მიზეზი, მათი მისამართით მმართველი გუნდის მუდმივი კრიტიკაა, თუმცა გავლენიან საერთაშორისო ორგანიზაციებს მაინც "ენმ"-ს ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს:

„ჩვენ NDI-ს და IRI-ს არასდროს ვაკრიტიკებთ. ჩვენ ვაკრიტიკებთ მათ მიერ დაქირავებულ კვლევით ორგანიზაციებს, იმ ქართულ ორგანიზაციებს, რომლებიც არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული" ამბობს კობახიძე 

შეგახსენებთ, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) საქართველოს 2020 წლის ოქტომბრის საპარალამენტო არჩევნებზე მოხსენება გამოაქვეყნა. მოხსენების მიხედვით, ეუთო რეკომენდაციას უწევს არჩევნებზე 400-მდე დამკვირვებლის გამოგზავნას. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. პრეზიდენტმა განკაურგლებას ხელი უკვე მოაწერა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი