პროდასავლური ოპოზიცირუი პარტიების მოთხოვნას, "ოატრიოტთა ალინასის" არჩევნებიდან მოხსნასთან დაკავშირებით, ირმა ინაშვილი Facebook-ზე ეხმაურება.
"მევახშეების პარტია, ნულოვანი რეიტინგით, არჩევნებიდან პატრიოტების მოხსნას ითხოვს. ადეიშვილ- მერაბიშვილის ინსტრუმენტი ბანკის და მევახშე ბანკირების პარტია! ასე ცდილობენ დამკვიდრებას პოლიტიკაში, ყოჩაღ...ასე გააგრძელეთ." - წერს ირმა ინაშვილი.
პროდასავლური ოპოზიციური პარტიები პროკურატურას "პატრიოტთა ალიანსის" დაფინანსების წყაროს შესწავლის კენ მოუწოდებენ და ამბობენ რომ პარტია რუსული ფილით ფინანსდება. ამ მოთხოვნით "ევროპულმა საქართველომ" მთავარ საგამოძიებო უწყებას უკვე მიმართა.
მთავარ პროკურატურაში ამბობენ, რომ გამოძიებას ვერ დაიწყებენ და დაფინანასების წყაროების მოკვლევა აუდიტის სამსახურის კომპეტენციაა
"ენმ"-მ დღეს ინიციატივა წამოაყენა და სხვა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს ხელმოწერების შეგროვებისკენ მოუწოდა, იმისთვის, რომ ინაშვილი-თარხან მოურავის პარტია არჩევებიდან მოიხსნას.
მმართველი პარტიაში ამბობენ, რომ ოპოზიციის მოთხოვნა არალოგიკურია და ხელისუფლებას არ აქვს ბერკეტი, რომელიც პარტიას არჩევნებიდან მოხსნის