1000-მდე ადამიანს გორის სამხედრო ჰოსპიტალის დავალიანებას ჩამოაწერენ - ღარიბაშვილის წინასაარჩევნო ინიციატივა

გამოქვეყნდა:

ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვა თავდაცვის სამინისტროს სახელით. ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, არჩევნებამდე ორი თვით ადრე თავდაცვის სამინისტრო მილიონ ექვსასი ათასი ლარის ჩამოწერას გეგმავს 1000-მდე ადამიანისთვის, რომლებსაც სამხედრო ჰოსპიტალის დავალიანება ჰქონდათ. 

განცხადება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გორში გააკეთა. ლელა ჩიქოვანი ამბობს, რომ ეს არ არის საარჩევნო მოსყიდვა და მინისტრმა გადაწყვეტილება მოქალაქეების საჭიროებებიდან გამომდინარე მიიღო. 

ოფიციალური განცხადება თავდაცვის სამინისტრომაც გაავრცელა:

თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სამხედრო ჰოსპიტალის მიმართ 2009 წლიდან სხვადასხვა მომსახურების გამო დავალიანება ერიცხებათ, ჩამოეწერებათ.

თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, მოქალაქეებს, რომლებსაც სამხედრო ჰოსპიტალის მიმართ ხანდაზმული დავალიანება (სამი და მეტი წელი) გააჩნიათ 1 მლნ 600 ათასი ლარი ჩამოეწერებათ. ასეთი მოქალაქეების რაოდენობა 1000-მდე ადამიანს შეადგენს.

მოგახსენებთ, რომ სამხედრო ჰოსპიტალი უფასო სამედიცინო მომსახურებას უწევს სამხედრო მოსამსახურეებს, ხოლო მოქალაქეებს ჰოსპიტალი დაფუძნების დღიდან ფასიან სამედიცინო სერვისს სთავაზობს.

სამხედრო ჰოსპიტალი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და გააჩნია მომსახურების მაღალი ხარისხი, შესაბამისად, მოქალაქეები ჰოსპიტალს სამედიცინო მომსახურებისთვის ხშირად მიმართავენ. ცხადია, აღნიშნული მომსახურება გარკვეულ ფინანსურ უზრუნველყოფას მოითხოვს და ჰოსპიტალი შემოსავლებს პაციენტებისაგან იღებს.

ჰოსპიტალის მიმართ ჯერ კიდევ 2009 წლიდან მოქალაქეების გარკვეულ რაოდენობას, რომლებსაც ჰოსპიტალის მომსახურება აქვთ მიღებული, დავალიანება ჩამოეწერებათ- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებამდე ცოტა ხნით ადრე ჰოსპიტალის დირექტორმა პაციენტებს,  რომლებსაც დავალიანება უფიქსირდებოდათ, წერილები გაუგზავნა და თანხის გადახდა მოსთხოვა, წერილების ადრესატების ნაწილი უკვე გარდაცვლილია.

 

ვითარება რუსთაველის გამზირზე | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი