კრემლი საქართველოს არჩევნებში ჩარევისთვის ემზადება - მოსკოვის ინტერესზე უცხოელი დიპლომატები საუბრობენ

გამოქვეყნდა:

უცხოელი დიპლომატები არ გამორიცხავენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში რუსეთი ჩაერიოს და ოკუპანტმა ქვეყანამ საკუთარი ინტერესების გასატარებლად კონკრეტული პოლიტიკური პარტიები სატელიტად გამოიყენოს. 

უცხოელი დიპლომატებისგან განსხვავებით, რუსეთის ქართულ პოლიტიკაში ჩარევს საეჭვოდ მიიჩნევს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. საჭიროების შემთხვევაში ირაკლი სესიაშვილს გამოძიების იმედი აქვს.  

პროკურატურამ გამოძიება არ დაიწყო ფაქტზე, ფინანსდება თუ არა პატრიოტთა ალიანსი კრემლიდან. ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, ირმა ინაშვილის გუნდი პუტინის იდეოლოგიის გამხმოვანებელი სწორედ მმართველი პარტიის ხელშეწყობითაა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ინიციატივას აყენებს, რომ პროდასავლურმა პარტიებმა პატრიოტთა ალიანსის არჩევნებიდან მოხსნის მოთხოვნაზე ხელმოწერები შეაგროვონ. საარჩევნო პროცესიდან ალიანსის ჩამოშორების მოთხოვნას თითქმის ყველა პროდასავლური ოპოზიციური პარტია უერთდება.

ოპოზიციის შეხედულებას იზიარებს სახალხო დამცველიც, ომბუდსმენი მიიჩნევს რომ გარდა პრორუსული ნარატივისა პატრიოტთა ალიანსი მოსახლეობაში წინასაარჩევნოდ სიძულვილის ენისა და შუღლის გაღვივებთაა დაკავებული.

არასამთავრობო ორგანიზაცია "მითების დეტექტორის" წევრები დარწმუნებულები არიან, რომ საკითხი განგებ წამოწიეს, რომ მოსახლეობის ყურადღება რუსული ოკუპაციიდან სხვა, ასევე ტრავმულ თემაზე გადავიდეს. 

პატრიოტთა ალიანსის ლიდერები წაყენებულ ბრალდებებს მთავარის კამერასთან არ პასუხობენ. ირმა ინაშვილი დღესაც, გუშინდელის მსგავსად სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით შემოიფრაგლა.

მოიხსნება თუ არა პატრიოტთა ალიანსი არჩევნებიდან ჯერჯერობით არავინ იცის. არც ისაა ცნობილი დადგება თუ არა პარტიის პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხიმგებლობის საკითხი. თუმცა თუ გავითვალისწინებთ რომ  სახელისუფლებო პარტია "პატრიოტთა ალიანსის" ღია პრორუსულ არც განცხადებებზე და არც ქმედებებზე არ რეაგირებს,  ქვეყანა საპარლამენტო არეჩვნებზე მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის იმედად რჩება.
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი