დღეიდან წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად იწყება

გამოქვეყნდა:

დღეიდან, 1 სექტემბრიდან წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად იწყება.

2020 წლის საპარლამენტო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. თარიღი პრეზიდენტმა დანიშნა და შესაბამის განკარგულებას ხელი 31 აგვისტოს მოაწერა.

მომდევნო 60 დღის განმავლობაში, პარტიებს უფლება აქვთ ქვეყნის მასშტაბით წინასაარჩევნო კამპანია ჩაატარონ. იკრძალება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობაში აგიტაცია და კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება, ან ამ შენობიდან 25 მეტრის მანძილზე არჩევნებზე მისული მოქალაქის შეფერხება. (შეზღუდვა არ ეხება ეგზიტპოლებს).

არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.

საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ, 29 ივნისს დაამტკიცა.

ცვლილებების პროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. 

პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი