ხელისუფლება ცვლილებებს კონკრეტული მაუწყებლების წინააღმდეგ გამოიყენებს - სამოქალაქო სექტორი მაუწყებლის კანონზე

გამოქვეყნდა:

მაუწყებლის კანონში შეტანილ ცვლილებებს იურისტები ბავშვთა უფლებებით მანიპულირებად აფასებენ. ცვლილებები, რომლებიც დღეიდან შევიდა ძალაში, მედიასა და ინტერნეტში ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი მასალების გავრცელებას ზღუდავს, ხოლო რეგულაციის აღსრულებას კომუნიკაციების ეროვნული კომისია გააკონტროლებს.

ცვლილებები, ერთი შეხედვით, თითქოს ბავშვის ინტერესებს ემსახურება, თუმცა, რეალურად, შეიძლება მარეგულირებელი კომისია ნებისმიერ სიტყვაზე შემოედავოს მაუწყებელს... საჭიროა კანონისმიერი განმარტებები, რაც ჩვენ არ გვაქვს. ვინაიდან დადგენილება ცალკე არ მიგვიღია, იძულებულნი გავხდით მაუწყებლები, შეგვეტანა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი, - ამბობს "მთავარი არხის" იურისტი თამთა მურადაშვილი. 

სამოქალაქო სექტორის შეფასებით, აღნიშნულმა ცვლილებებმა მარეგულირებელ კომისიას განუსაზღვრელი უფლებები მიანიჭა, ვინაიდან კანონით შესაძლებელი ხდება მაუწყებლის შინაარსშო ჩარევა, სანქციების დაწესება და ლიცენზიის შეჩერებაც კი. მესამე სექტორი ეჭვობს, რომ ხელისუფლება კანონს კონკრეტული მაუწყებლების წინააღმდეგ გამოიყენებს.

საარჩევნო პერიოდში, ვფიქრობთ, ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს ესეთი შესაძლებლობა და ბერკეტები, რომ ფაქტობრივად, გააჩუმოს მათთვის მიუღებელი ტელევიზიები, - აღნიშნავს ორგანიზაცია "საქართველო დემოკრეტიული ინიციატივისთვის" წარმომადგენელი ედუარდ მარიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ შეიმუშავა მაუწყებლის კანონში შესატანი ცვლილებები, რომელთა მიხედვით, მედიასა და ინტერნეტში ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი შინაარსის მასალების გავრცელება შეიზღუდება.

მედიის წარმომადგენლების დიდი ნაწილი ცვლილებებს ცენზურის დაწესების მცდელობად აფასებს და ახალი რეგულაციების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.

მაუწყებლების ერთობლივი მიმართვა მარეგულირებელ კომისიასა და სოფიო კილაძეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი