მოსკოვის საქალაქო სასამართლომ გირკინს 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

გამოქვეყნდა:

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ყოფილი ოფიცერს, დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის ყოფილ "თავდაცვის მინისტრს" იგორ გირკინს [სტრელკოვი] 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლო პროცესი დახურული იყო იმის მიუხედავად, რომ სტრელკოვიც და მისი უფლებადამცველიც მოითხოვდნენ მედიის დასწრებას.

იგორ გირკინი (სტრელკოვი), გასული წლის 21 ივლისს დააკავეს. რუსეთში მის წინააღმდეგ საქმე ექსტრემისტული საქმიანობის საჯარო მოწოდებისთვის აღიძრა. 

ცნობისთვის, გირკინი დაუსწრებლად გაასამართლეს ჰააგაში, დონბასში მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების საქმეზეც. ის რუსი ულტრანაციონალისტი და პროპაგანდისტია, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს უკრაინაში დაწყებულ ომს. აგრესორი ქვეყნის წარუმატებლობის შემდეგ კი აქტიურად დაიწყო პუტინის კრიტიკა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი