რუსი პროპაგანდისტის, ვლადლენ ტატარსკის აფეთქებაში ბრალდებულ დარია ტრეპოვას რუსეთში 27 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

გამოქვეყნდა:

სანქტ-პეტერბურგში, კაფეში, რუსი პროპაგანდისტის ვლადლენ ტატარსკის აფეთქების საქმეზე დაკავებულ დარია ტრეპოვას  27-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს. 

"ტრეპოვა დამნაშავედ არის ცნობილი და მას სხვადასხვა დანაშაულების კომბინაციისთვის მიესაჯა 27 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩვეულებრივი რეჟიმის კოლონიაში, ასევე 600 ათასი რუბლის ოდენობის ჯარიმით", - თქვა მოსამართლემ განაჩენის გამოცხადებისას. 

რუსული პროპაგანდისტული გამოცემების ცნობით, პროკურატურა ტრეპოვას 28 წლით პატიმრობასა და 800,000 რუბლის ოდენობის ჯარიმის დაკისრებას ითხოვდა. ტრეპოვა და მისი ადვოკატი კი გამოძიების გაგრძელებას. 

ტრეპოვასთან ერთად სასამართლომ დამნაშავედ ცნო დმიტრი კასინცევი. კასინცევს ბრალად "ტერორისტული აქტის" შემდეგ ტრეპოვას დამალვა ედება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში მდებარე ერთ-ერთ კაფეში აფეთქება 2023 წლის 2 აპრილს მოხდა. კაფეში ღონისძიება მიმდინარეობდა, სადაც რუსი პროპაგანდისტი და სამხედრო რეპორტიორი ვლადლენ ტატარსკი ღონისძიებას ატარებდა, იგი ადგილზე დაიღუპა. 26 წლის დარია ტრეპოვა მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი