მკვლელობა ორბელიანის მოედანზე | პირი, რომელმაც 21 წლის მეგობარი სასიკვდილოდ დაჭრა, ამ დრომდე არ დაუკავებიათ

გამოქვეყნდა:

ვინ და რატომ გაუსწორდა 21 წლის ახალგაზრდას - პირი, რომელმაც ორბელიანის მოედანზე მეგობარი დაჭრა, ამ დრომდე არ დაუკავებიათ. ნიკიტა აგიევს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. დამნაშავე მიიმალა, დაჭრილი კი კლინიკაში მიყვანამდე დაიღუპა. 

შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, დამნაშავე იდენტიფიცირებულია, თუმცა ისევ თავისუფალი. 

დაპირისპირების ერთ-ერთ ვერსიად წარსულში არსებული დაპირისპირება და შურისძიება განიხილება. თვითმხილველები ყვებიან იმასაც, რომ მეგობრები ბარში იმყოფებოდნენ და ურთიერთშელაპარაკება სწორედ იქ დაიწყო.

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი