"ყოფით საკითხებზე მოუხდათ შელაპარაკება" | მდინარაძის თანაშემწისა და პაპუაშვილის მრჩევლის ჩხუბზე პარლამენტის აპარატმა მოკვლევა დაიწყო

გამოქვეყნდა:

რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს "ქართული ოცნების" აპარატის თანამშრომლები - პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე ჩხუბში მონაწილე პირებს საუბარი არ სურთ. კონფლიქტი მამუკა მდინარაძის თანაშემწეს, არჩილ გორდელაძესა და შალვა პაპუაშვილის მრჩევლის, ალბერტ ბოგვერაძეს შორის პარლამენტის სამზარეულოში დაიწყო.

კონფლიქტის განეიტრალებას მანდატურები და სახელმწიფო დაცვის წარმომადგენლებიც შეეცადნენ. რა გახდა ჩხუბის მიზეზი - პარლამენტმა მომხდარზე მოკვლევა უკვე დაიწყო. საკანონმდებლო ორგანოს აპარატის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე მოხდა. 

"აბსოლუტურად გამორიცხულია აქ რაიმე სამსახურეობრივი თემა ან პოლიტიკური საკითხი. ერთთანაც და მეორესთანაც მქონდა მე შეხვედრა, მქონდა მე კომუნიკაცია და სრული პასუხისმგებლობით გიდასტურებთ, რომ აბსოლუტურად ყოფით საკითხებზე მოუხდათ მათ ეს შელაპარაკება... სანქციებზე საუბარი ცოტა გამიჭირდება ამ ეტაპზე იმიტომ რომ გაწერილი გვაქვს ჩვენ პროცედურები, რომელიც აბსოლუტურად ყველა პარლამენტის აპარატის თანამშრომელს ეხება... პირველ რიგში, აუცილებლად, უნდა მოხდეს სიტუაციის შესწავლა, მანამდე ხომ არ იყო ისეთი საკითხი, რომელზეც ინფორმაცია შეიძლება მივიღო, როგორ განვითარდა მოვლენები, ეს უნდა გავიაზრო აუცილებლად, რომ მოხდეს ამისი კარგად გამოკვლევა... შესწავლა მოხდება აუცილებლად და შესწავლა უკვე რეაგირებაა... დათხოვნის საფუძველი, შემიძლია გითხრათ, რომ არ არსებობს", - ამბობს ქეთევან კვინიკაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი