15 წლამდე პატიმრობა ემუქრება დედას, რომელიც თავის მცირეწლოვან შვილს ქუჩაში შემწეობის თხოვნას და სხვადასხვა ნივთების გაყიდვას აიძულებდა. გამოძიებამ ახალგაზრდა ქალს ბრალი უკვე წაუყენა და სასამართლომ ის პატიმრობაში დატოვა. თუმცა დამნაშავეთა სავარაუდო წრე შესაძლოა კიდევ უფრო გაფართოვდეს. ცნობილია, რომ ბავშვის იძულების შესახებ იცოდა სხვა ორმა პირმაც, რომლებიც ინფორმაციას მალავდნენ. პოლიცია დედას, რომელიც ბავშვს ქუჩაში მათხოვრობას იძულებდა, რამდენიმე კვირის განმავლობაში უთვალთვალებდა. ბავშვთა უფლებადამცველები ამბობენ, რომ ეს არ არის ერთეული ფაქტი და ბავშვების უფლებების მსგავსი დარღვევა საქართველოში გავრცელებული მოვლენაა.