სად მიდის მილიონობით ლარი, რომელსაც ხელისუფლება ვალად იღებს - აუდიტის სამსახურმა იმ პროექტების სია გამოაქვეყნა, რომლის განსახორციელებლად "ქართულმა ოცნებამ" მილიონობით ლარი ვალად დონორი ორგანიზაციებისგან აიღო, მაგრამ ვერ დაასრულა,
როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ასეთი 30- ზე მეტი პროექტია, მათი დიდი ნაწილი არც დაწყებულა, ნაწილი კი დაიწყო, თუმცა მილიონობით ლარის ნაცვლად რამდენიმე ათასი დაიხარჯა და შეჩერდა. ახლა საქართველოს მოქალაქეებს 35 მილიარდზე მეტი საგარეო ვალი და დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტები გვაქვს.