ფაშინიანის ვიზიტზე სალომე ზურაბიშვილი ინფორმირებული არ იყო | პრეზიდენტის განცხადება

გამოქვეყნდა:

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თბილისური ვიზიტის შესახებ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ინფორმირებული არ იყო. განცხადებას ამის შესახებ თავად ზურაბიშვილი ავრცელებს და წერს:

"საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება  ქვეყანაში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, თუმცა სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში. 
ასევე სამწუხარო და აღსანიშნავია ისიც, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან არ ხდება პრეზიდენტის ინფორმირება ქვეყანაში დაგეგმილი მაღალი რანგის ვიზიტების, შეხვედრებისა თუ ღონისძიებების შესახებ" ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. 

ნიკოლ ფაშინიანი თბილისში დღეს ჩამოვიდა. საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-13 სხდომა გაიმართა. ის მთავრობის ადმინისტრაციაში ღარიბაშვილს შეხვდა. გაფორმდა სომხეთ-საქართველოს შორის, სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი