სენაკში ბანკის დაყაჩაღების საქმეზე დაკავებული პირი ანრი ლოლუაა | ის ბრალის წარდგენის მოლოდინშია

გამოქვეყნდა:

სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალზე დაყაჩაღებისთვის დაკავებული ბრალის წარდგენის მოლოდინშია. ანრი ლოლუა სენაკის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

დანით შეიარაღებული ახალგაზრდა კაცი "საქართველოს ბანკის" ფილიალში გუშინ, 26 იანვარს შეიჭრა. დანის მუქარით ის თანხას ითხოვდა და 900 ევროს წაღება მოახერხა, თუმცა პოლიციამ ის მალევე დააკავა და გატაცებული თანხაც და დანაც ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი