
არგენტინის პრეზიდენტი, ხავიერ მილეი, ისრაელში ჩავა. როგორც მილეი ამბობს, ის ისრაელს რამდენიმე კვირაში ეწვევა.
"მომავალ რამდენიმე კვირაში წმინდა მიწას ვეწვევი, რაც ჩვენს ორ ერს შორის ძმობაში ახალი ნაწილი გახდება", - განაცხადა მილეიმ.
გარდა ამისა, ხავიერ მილეი ბუენოს-აირესში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და "ჰამასის" წინააღმდეგ ბრძოლაში ისრაელის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მანვე აღნიშნა, რომ "ჰამასის" ტყვეობაში 11 არგენტინელი რჩება.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.