დავალებები კრემლიდან -  "დოსიე ცენტრის" ჟურნალისტური გამოძიების მეორე ნაწილი 

გამოქვეყნდა:

"დოსიე ცენტრის" ჟურნალიტური გამოძიების მიხედვით, "პატრიოტთა ალიანსი" კრემლიდან კონკრეტულ დავალებებს იღებდა. "დოსიე ცენტრის" ჟურნალისტური გამოძიების მეორე ნაწილის მიხედვით,პარტიას წინასაარჩევნოდ ხმებისა და მხარდაჭერების მოგროვების მიზნით,  კონკრეტული ტაქტიკური დავალებები უნდა შეესრულებინა.

ცნობილი ხდება ისიც, რომ რუსული პიარ კომპანია "პატრიოტთა ალიანსით" უკმაყოფილოა. კომპანიის დირექტორი წერს, რომ ვერ უხსნის ხელმძღვანელობას, რატომ პასიურობს პარტია საქართველოში.

დავით თარხან მოურავი გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ამბობს რომ სააგენტო არის ყალბი და მისი გავრცელებული ინფორმაციები "პატრიოტების" დოსკრედიტაციის მიზნით ვრცელდება:

ეს არის დევიდ კრამერის, რომელიც თავს დაესხა ირმა ინაშვილს, ეს არის გიგა ბოკერიას, რომელიც არის ადამიანების მწამებელი და მიხეილ სააკაშვილის, ეს კუროპტევი, რომელიც მათი ძმაკაცია და ერთია კიდე, რომელიც პედოფილიისთვის ნასამართლევია" ამბობს დავით თარხან მოურავი. 

შეგახსენებთ,რომ "დოსიე ცენტრის" ჟურნალისტები ბელორუსში მიმდინარე პროცესებში რუსულ კვალს იძიებდნენ, მათ  ხელთ ჩაუვარდათ დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მანიპულაციით აქტიურადაა დაკავებული რუსეთის პრეიზედნტის ადმინისტრაცია. რუსულ კვალს კი საგარეო დაზვერვის გენერალ,  ვლადიმერ ჩერნოვთან მივყავართ, რომელიც სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში პუტინის ყველაზე უფრო სანდო დასაყრდენია. 

 "პატრიოტთა ალიანსის" კრემლიდან სავარაუდო დაფინანსების შესახებ ცნობილი რამდენიმე დღის წინ გახდაფაქტის დაფიქსირებისთანავე პარტია "ევროპულმა საქართველომ" პროკურატურისგან გამოძიების დაწყება მოითხოვა.  მალევე ოპოზიციის სხვა წევრებიც დაინტერესდნენ საქმის გამოძიებითა და "პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური საქმიანობიდან მოხსნით. პოლიტიკოსების შეფასებით, დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პარტია კრემლიდან ფინანსდება, მთავარმა პროკურატურამ აუდიტთან ერთად უნდა შეისწავლოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი