უკრაინისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიევში გამართულ შეხვედრაზე, დრონების ერთობლივი წარმოება განიხილეს

გამოქვეყნდა:

უკრაინისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიევში დღეს გამართულ შეხვედრაზე, ერთობლივი თავდაცვის წარმოებაზე ისაუბრეს.

„ჩვენი საუბრის უმეტესი ნაწილი მივუძღვენით უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებისთვის დრონების წარმოების გაზრდის ზოგადი ნაბიჯების განსაზღვრას“ - განაცხადა დმიტრო კულებამ შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ლიეტუვას აქვს ტექნოლოგიები, უკრაინას კი წარმოების მასშტაბის გაზრდის შესაძლებლობა და არსებობს მკაფიო შეთანხმება რა, როგორ და როდის უნდა გაკეთდეს, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობამ დრონების წარმოებაში მაქსიმალური შედეგი გამოიღოს, რაც შეიძლება მოკლე დროში.

მოლაპარაკებების თემა იყო უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, აშშ-ის დამატებითი დახმარების დამტკიცება, ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციები და რუსული აქტივების გაყინვის საკითხი. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი