სენაკში, ბანკის დაყაჩაღების საქმეზე დაკავებულ პირს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

გამოქვეყნდა:

სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალის დაყაჩაღებისთვის დაკავებულ ანრი ლოლუას პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის (ყაჩაღობა, ჩადენილი სიცოცხლითვის და ჯანრთელობის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) პირველი ნაწილით წარუდგინა. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანრი ლოლუა ბრალს აღიარებს. მას ადვოკატი არ ჰყავს. თუმცა, რადგან საქმე ეხება სისხლის სამართლის საქმეს, მის ინტერესებს, სავარაუდოდ, სახაზინო ადვოკატი დაიცავს. სასამართლო დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

შეგახსენებთ, რომ დანით შეიარაღებული ახალგაზრდა კაცი "საქართველოს ბანკის" ფილიალში 26 იანვარს შეიჭრა. მუქარით ის თანხას ითხოვდა და 900 ევროს წაღება მოახერხა, თუმცა პოლიციამ ის მალევე დააკავა. გატაცებული თანხაც და დანაც პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ავტორი: ემა გოგოხია

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი