"ოცნების" შტურმი სააკაშვილზე - წინასაარჩევნო კამპანიის პირველი დღე

გამოქვეყნდა:

გადამწყვეტი არჩევნების კამპანია ქართულმა ოცნებამ ისევ მიხეილ სააკაშვილით და წინა ხელისუფლების 9 წლიანი მმართველობის გახსენებით დაიწყო. სიძულვილის ენის უმწვავესი ფორმის გამოყენებით კი დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა ყველა თანაგუნდელს აჯობა. ოცნების 8 წლიანი მმართველობის მიწურულს, ივანიშვილის გუნდის წევრები ისევ "ნაციონალური მოძრაობისა" და მესამე პრეზიდენტის პოლიტიკიდან ჩამოშორების აუცილებლობაზე ლაპარაკობენ. 

მიხეილ სააკაშვილი რომ პოლიტიკური ველიდან უნდა გაიყვანონ, ეს დღეს "ოცნების" კამპანიური გზავნილი იყო. წინასაარჩევნო კამპანია მუქარით "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისიდან დაიწყო. როსტომ მეფის სასახლეში საგანგებო ბრიფინგი პარტიის ლიდერებმა ირაკლი კობახიძემ და მამუკა მდინარაძემ გამართეს. ისევ მესამე პრეზიდენტს დაემუქრნენ, რომ ჩამოსვლისთანავე დაიჭერენ. 

იგივე შინაარსის გზავნილები, ოღონდ განსხვავებული სიტყვებით დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ისმოდა. მე-9 მოწვევის პარლამენტმა საშემოდგომო სესია ბოლოჯერ გახსნა. როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება მთავარ კონკურენტად ისევ მიხეილს ააკაშვილს განიხილავს, ამიტომ უმრავლესობამ თავისი გამოსვლებისთვის განკუთვნილი დრო მესამე პრეზიდენტზე იერიშის მისატანად გამოიყენა. "ოცნების" რიგითი დეპუტატებიც იმუქრებიან რომ სააკაშვილს საქართველოში ციხე ელოდება. 

მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელების თქმით, "ოცნების" ისტერიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2020 წლის გადამწყვეტი არჩევნების წინ მესამე პრეზიდენტმა ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებაზე ოფიციალური განაცხადი გააკეთა. ნაციონალურ მოძრაობაში ფიქრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილს ახლა ყველაზე მეტად ეშინია. მთავარი ოპოზიციური პარტიისთვის ოცნების ცალკეული წევრების უმწვავესი რეაქციაც სწორედ ამის დასტურია. 

ოპოზიცია ოცნების ხელისუფლებისაგან უფრო მწვავე და რადიკალურ ქმედებებს, არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად ელოდება. მათი თქმით ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ბიძინა ივანიშვილი ყველაფერზე წავა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი