ისრაელის დელეგაცია პარიზში მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა

გამოქვეყნდა:

ისრაელის დელეგაცია პარიზში მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მოლაპარაკებები ისრაელის, აშშ-ის, კატარისა და ეგვიპტის მონაწილეობით გაიმართება. შეხვედრაში მონაწილეობას CIA-ის, მოსადის, ისრაელის საშინაო დაზვერვის, ეგვიპტის დაზვერვის ლიდერები და კატარის პრემიერმინისტრი მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი