ისრაელი "ჰამასთან" ახალი ზავის პირობებს არ დათანხმდა

გამოქვეყნდა:

ისრაელი "ჰამასთან" ახალი ზავის პირობებს არ დათანხმდა. ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისში პარიზში მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადეს.

"ჯერ კიდევ არის მნიშვნელოვანი ხარვეზები, რასაც მხარეები განიხილავენ ამ კვირაში დამატებითი შეხვედრების დროს", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ცნობილია, ისრაელის დელეგაციას ამ მოლაპარაკებებზე მოსადის სადაზვერვო სამსახურის უფროსი დევიდ ბარნეა ხელმძღვანელობდა. ორი მაღალჩინოსნის განცხადებით, აშშ-ის მომლაპარაკებლებმა გუშინ მიაღწიეს პროგრესს პოტენციურ შეთანხმებაზე, რომლის თანახმადაც ისრაელი ღაზაში "ჰამასის" წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებს ორი თვით შეაჩერებს, ტერორისტული ჯგუფის მიერ გატაცებული 100-ზე მეტი მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ. თუმცა, ჰამასი დაჟინებით მოითხოვს, რომ ისრაელმა ომი მთლიანად დაასრულოს და ღაზაში ტერორისტული ჯგუფი დატოვოს ხელისუფლებაში, რაც ისრაელისთვის მიუღებელია.

ისრაელის მთავრობის ინფორმაციით, ღაზას სექტორში რჩება 130-ზე მეტი მძევალი, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი