ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე თანამდებობებს ცვლიან- პრემიერის პორტფელს "ოცნების" თავმჯდომარე ჩაიბარებს, თავმჯდომარეობას კი მთავრობის მეთაური. "მთავარი არხის" გავრცელებული ინფორმაცია, რამდენიმე საათში სამთავრობო მედიებმა "ექსკლუზიურად" დაადასტურეს და მოსალოდნელ ცვლილებებზე გაავრცელეს ინფორმაციები.
იქამდე კი "ოცნების" წევრები ტრადიციულად ყველაფერს უარყოფდნენ და "სპეკულაციებსა" და "დეზინფორმაციებს" უწოდებდნენ. მას შემდეგ კი რაც მათივე მედიებმა დაადასტურეს ცვლილებები, პოზიცია შეიცვალეს.
"მთავარის" ინფორმაციით, ღარიბაშვილი გარდა, პოსტის დასატოვებლად ემზადება მისი კაბინეტის კიდევ 5 წვერი. საკადრო ცვლილებები იგეგმება საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებში.
ჩვენი ინფორმაციით, თანამდებობიდან უშვებენ თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, რომელსაც სავარაუდოდ ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის. პორტფელს ტოვებს თეა წულუკიანიც. შესაძლოა თანამდებობა ვერ შეინარჩუნოს სუს-ის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმაც.
დღეს, 17 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში ღარიბაშვილის ბრიფინგი ჩაინიშნა.