უკრაინის ქალაქ უჟგოროდში უნგრეთის საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრს პიტერ სიიარტოს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას შეხვედრა მიმდინარეობს.
უნგრელი დიპლომატი დელეგაციასთან ერთად, უკრაინაში დღეს ჩავიდა.
"მოსალოდნელია გულახდილი და კონსტრუქციული დიალოგი ქვეყნებს შორის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად." ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.