უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა. პიტერ სიიარტო უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას უნდა შეხვდეს. შეხვედრა ქალაქ უჟგოროდშია დაგეგმილი.

ვიზიტის შესახებ თავად სიიარტომ ფეისბუქზე დაწერა.

„უჟგოროდში მივდივარ, წინ გრძელი დღე გვაქვს... ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამიერკარპატიის უნგრულმა თემმა დაიბრუნოს თავისი უფლებები“, - წერს ის.

სიიარტოს უკრაინაში ჩასვლის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა. როგორც პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა მაშინ განაცხადა, შეხვედრაზე შესაძლოა განხილულ იყოს პრემიერ ორბანისა და პრეზიდენტ ზელენსკის შეხვედრის შესაძლებლობაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი