"მთავარი არხის" ინფორმაციით, წულუკიანი კულტურის სამინისტროდან ისევ იუსტიციაში გადაინაცვლებს

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, თეა წულუკიანი კულტურის სამინისტროდან ისევ იუსტიციაში გადაინაცვლებს და რატი ბრეგაძეს ჩაანაცვლებს. 

ჩვენი ინფორმაციით, წულიკიანი თანამშრომლებს პარასკევს უკვე დაემშვიდობა და აცნობა, რომ ახლა წინასაარჩევნო პერიოდში უფრო აქტიური უნდა იყოს და სხვა პოზიციაზე უწევს გადანაცვლება. პარასკევს დაემშვიდობა ყველას, თუმცა დღეს კულტურის სამინისტროს შენობაში მაინც გამოჩნდა.

ცნობისთვის დღეს, მინსიტრმა წულუკიანმა განაცხადა, რომ "სანამ თქვენ [მთავარი არხი] იარსებებთ, მეც ვიარსებებ"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი