IDF ადასტურებს, რომ ღაზაში გვირაბების ნაწილი ზღვის წყლით დატბორეს

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზის სექტორში გვირაბების გარკვეული რაოდენობა ზღვის წყლით დატბორეს.           

როგორც The Times of Israel წერს, ისრაელის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ერთობლივად შეიმუშავეს "გარკვეული ინსტრუმენტები, როგორ მიემართათ ღაზის სექტორში "ჰამასის" გვირაბების ქსელისკენ წყლის დიდი ნაკადი". 

IDF-ის განმარტებით, ეს პროცესი მოიცავს სატუმბებისა და მილების მიერთებას გვირაბების ლილვვებზე. 

ასევე, ისრაელის თავდაცვის ძალებში აღნიშნავენ, რომ გვირაბების დატბორვამდე ისინი მაღალპროფესიონალურ და ყოვლისმომცველ პრევენციულ შემოწმებებს ატარებენ,  მათ შორის, ახდენენ ნიადაგის და წყლის სისტემის ანალიზს, რათა დარწმუნდნენ, რომ მათი ქმედებები გრუნტის წყლებს არ დააბინძურებს. 

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი