თანხა იფლანგება პარტიის მორჩილი, არაკომპეტენტური ადამიანების ვოიაჟებისთვის | კულტურის სამინისტროსთან დღეს აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

დღეს, 31 იანვარს კულტურის სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსი გაიმართება. კულტურის სფეროს წარმომადგენლები და მოქალაქეები ეროვნული კინოცენტრის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვას გააპროტესტებენ. საქმე ეხება "პუბლიკას" მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინო-ბაზრობაზე (EFM) ეროვნული კინოცენტრის სტენდს 32-წევრიანი დელეგაცია წარადგენს, მათ შორის არიან სამთავრობო პროპაგანდისტული არხის, POSTV-ის წამყვანი გური სულთანიშვილი, ამავე არხის ჟურნალისტი სალომე გობრონიძე, ბაჩო ოდიშარია, "იმედის" წამყვანი, ნინი ბადურაშვილი.

"დღეს, 31 იანვარს, 17:30 საათზე, კულტურის სამინისტროსთან გავმართავთ აქცია-პერფორმანსს და გავაპროტესტებთ ეროვნული კინოცენტრის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვას.

ქვეყანაში, სადაც ოჯახებს ყოველდღიურად ასახლებენ უკანასკნელი საცხოვრებლიდან, სადაც ბავშვებს ღია ცის ქვეშ დარჩენისთვის იმეტებენ, კულტურის სამინისტრო და კინოცენტრი საბიუჯეტო თანხებს ფლანგავს პარტიის მორჩილი და არაკომპეტენტური ადამიანების ვოიაჟებისთვის.

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მინისტრმა თეა წულუკიანმა ეროვნული კინოცენტრი გადააქცია ნეპოტიზმისა და არაკომპეტენტურობის ბუდედ.

სადაც არ უნდა წავიდეს მინისტრი, ყველგან მოვთხოვთ პასუხს კინოცენტრისა და მთლიანად ეროვნული კულტურის ჩამოშლის გამო", - წერენ აქციის ორგანიზატორები.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი