საქართველოში კიდევ ერთი რუსი პუტინის კრიტიკოსი არ შემოუშვეს

გამოქვეყნდა:

პოლიტოლოგი და პუბლიცისტი, პუტინის კრიტიკოსი ფიოდორ კრაშენინიკოვი საქართველოში არ შემოუშვეს. 

როგორც კრაშენინიკოვი სოციალურ ქსელში წერს, მას თბილისში ერთ-ერთ ღონისძიებაში უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა ქვეყანაში შესვლის უფლება უცნობი მიზეზით არ მისცეს, ღონისძიება გაუქმდა.

"საქართველოში შესვლა ვერ მოვახერხე: საპასპორტო კონტროლის შედეგებზე დაყრდნობით, საზღვრის კვეთაზე უარი მითხრეს, შემდეგ კი იმავე თვითმფრინავში ჩამსვეს და ევროკავშირში დამაბრუნეს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ჩემთვის უცნობია", - წერს ის.

კრაშენინიკოვი ხშირად აკრიტიკებს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს და აქტიურად ეწინააღმდეგება უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს. ის რუსეთში "უცხოური გავლენების აგენტების" სიაში არის შეყვანილი.

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა საქართველოში შემოშვებაზე უარს ეუბნებიან პუტინისა და რუსეთის კრიტიკოსებს. მაგალითისთვის, საქართველოში არ შემოუშვეს რუსული ოპოზიციური მედიის, "დოჟდის" ჟურნალისტი, ალექსანდრ შვედჩენკო. ასევე, "დოჟდის" მთავარი რედაქტორი, ფილიპ ძიადკო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი