ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, სავარაუდოდ, NATO-ში ელჩად წავა

გამოქვეყნდა:

ჯუანშერ ბურჭულაძე, სავარაუდოდ, ნატოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბურჭულაძემ თავად განუცხადა. მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში თანამდებობას 4 თვეში დაიკავებს, იქამდე კი დასვენებას აპირებს. 

"მყავს დიდი ოჯახი და მივიღე შემოთავაზება, რისთვისაც მადლობას ვუხდი ახალ პრემიერ-მინისტრს, რომ განვიხილო ნატო-ში ელჩობის თანამდებობა. ეს იქნება ოთხი თვის შემდეგ. მე სავარაუდოდ დავთანხმდები ამ თანამდებობას, თუმცა მაქვს ფიქრის დრო. ეს ოთხი თვე იქნება ჩემთვის ასე ვთქვათ, თან დასვენების პერიოდი ამ 13-წლიანი საჯარო მოხელეობისგან, ასევე მივიღებ გადაწყვეტილებას, გავაგრძელებ თუ არა დიპლომატიურ სამსახურს“,  განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

შეგახსენებთ, ბურჭულაძე ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტში აღარ იქნება. ეს ინფორმაცია კობახიძემ თავად დაადასტურა და განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის კანდიდატად ირაკლი ჩიქოვანს წარადგენს.

ცნობისთვის, ნატოში საქართველოს ელჩი ამჟამად ვიქტორ დოლიძეა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი