შემდეგ სხდომაზე, ალბათ როგორც უმრავლესობის ლიდერს, მხარს დამიჭერენ | მდინარაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ადასტურებს მანამდე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მისი კანდიდატურა განიხილება უმრავლესობის ლიდერის პოსტზე. მდინარაძემ თქვა, რომ მომდევნო სხდომაზე მის კანდიდატურას "ალბათ" მხარს დაუჭერენ.

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობის გარდა, ირაკლი კობახიძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერიც იყო. ის დღეს პრემიერმინისტრობის კანდიდატად დაასახელეს.

"ჩემთან დაკავშირებით ძალიან მარტივია, არ არის რამე სასკანდალო, დიახ, უმრავლესობაში არის ამაზე საუბარი და შემდეგ უმრავლესობის სხდომაზე, ალბათ როგორც უმრავლესობის ლიდერს, მხარს დამიჭერენ", - თქვა მამუკა მდინარაძემ.

თავის მხრივ, უკვე ყოფილი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი