მოსამართლემ არ დაასაბუთა, რატომ არის გამოყენებული სანქცია პროპორციული ზომა | საია ფერაძის საქმეს ასაჩივრებს

გამოქვეყნდა:

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აცხადებს, რომ მოსამართლემ არ დაასაბუთა, რატომ არის სამოქალაქო აქტივისტ, ნატა ფერაძის საქმეზე გამოყენებული სანქცია პროპორციული ზომა. 

ორგანიზაცია წერს, რომ გადაწყვეტილებას დღესვე გაასაჩივრებენ სააპელაციო სასამართლოში. სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე სამართალდამცავებმა საკუთარ სახლში დააკავეს. ფერაძე დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

"დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე - ნინო შჩერბაკოვი) ნატა ფერაძე წვრილმანი ხულიგნობის ჩადენაში სამართალდამრღვევად მიიჩნია და 5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ არ დაასაბუთა, რატომ არის გამოყენებული სანქცია პროპორციული ზომა. დაუსაბუთებელი დადგენილებით ყველაზე მკაცრი სანქციის, პატიმრობის გამოყენება დაუშვებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. ამ გადაწყვეტილებას საია დღესვე გაასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოში", - წერია განცხადებაში.

საქმე ეხება იმ ხატისთვის საღებავის შესხმას, რომელზეც სტალინიც იყო გამოსახული. რუსი წმინდანის, მატრონას ხატი სამების ტაძარში იყო განთავსებული. ფაქტის ამსახველი კადრების სოციალურ ქსელში გავრცელების შემდეგ სამოქალაქო აქტივისტმა მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო. ფერაძე პოლიციამ გამოკითხა. რამდენიმე დღეში ნატა ფერაძის სახლთან პრორუსული რადიკალური დაჯგუფების წევრები მივიდნენ და მის დასჯას ითხოვდნენ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი