იორდანიის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის საპასუხოდ, აშშ-მა სირიისა და ერაყში საჰაერო იერიშები დაიწყო | Reuters

გამოქვეყნდა:

Reuters-ის ინფორმაციით, იორდანიის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის საპასუხოდ, აშშ-მა სირიისა და ერაყის ტერიტორიებზე საჰაერო იერიშები დაიწყო.

სააგენტო აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ სირიასა და ერაყში ავიაიერიშების სამიზნე ირანის "რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" (IRGC) და მასთან დაკავშირებული სამხედრო ჯგუფების ობიექტებია.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის თქმით, სირიასა და ერაყში ავიაიერიშები 85 სამიზნე ობიექტზე განხორციელდა. მათ შორის სამეთაურო, საკონტროლო და სადაზვერვო ცენტრებზე. ასევე, იარაღის საწყობებზე. არსებული ინფორმაციით, აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად ირანის მიერ მხარდამჭერი 13 მებრძოლი დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას იორდანიაში განხორციელებული თავდასხმას 3 ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა, დაშავდა 40-ზე მეტი. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თავდასხმა ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებებმა განახორციელეს. ირანმა აშშ-ის სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობა უარყო.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი